15:58 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 15:18:27, 627 ნახვა

საზოგადოება
სსე-ის სასწავლო ცენტრში პირველი მასშტაბური სასისტემო-ავარიული ვარჯიში ჩატარდა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრში სასისტემო-ავარიული ვარჯიში ჩატარდა.

ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი საქართველოში, რომელშიც სსე-ის მორიგე- ოპერატიული პერსონალისა და დისპეტჩერების გარდა, სხვადასხვა ენერგეტიკული ორგანიზაციების: საქართველოს ენერგეტიკული კორპორაციის, შპს „ენერგოტრანსი“-ს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს, სს „თელასი“-ს, სს ხრამჰესი-1-ის, სს ხრამჰესი-2-ის და შპს ,,გარდაბნის თბოსადგური“-ს მორიგე-ოპერატიული პერსონალი მონაწილეობს.

სწავლების პროცესში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის დისპეტჩერებმა და მორიგე-ოპერატიულმა პერსონალმა, სხვა ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, იმიტირებული სასისტემო ავარია (სისტემის ნულიდან აღდგენა) წარმატებით აღმოფხვრეს.

ეს პრაქტიკული მეცადინეობები ენერგეტიკული ორგანიზაციების პერსონალის კოორდინირებული მუშაობის უნარების დაუფლებას და სხვადასხვა ხარვეზების აღმოფხვრას ემსახურება და მისი ჩატარების მიზანს ქვეყნის ენერგეტიკული სტაბილურობისა და საიმედოობის გაზრდა წარმოადგენს.

პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში უკვე მეორე წელია ხორციელდება, თუმცა მანამდე ანალოგიური ვარჯიში მხოლოდ სსე-ის პერსონალის მონაწილეობით მიმდინარეობდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics