15:55 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 12:33:54, 519 ნახვა

საზოგადოება
სოფელ მარელისში 4 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში 4 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მარელისის ტყე-პარკის კოტეჯამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. 

მათივე ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე  ასფალტის საფარი პირველად კეთდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა წყალგამტარი მილები, რკინა-ბეტონის ღარები და გრუნტის პროფილირებული არხები.

ასევე,გატარდება გზის უსაფრთხოების სამუშაოები. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება  1 091438,00 ლარია.სამშენებლო სამუშაოებზე 60 ადამიანია დასაქმებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics