13:47 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 19:37:30, 688 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის საფოსტო მარკის პრეზენტაცია მოეწყო

ევროპის დღეების ფარგლებში ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის  საფოსტო მარკის პრეზენტაცია მოეწყო. მარკა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ქეთევან ჩაჩავამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა  თამარ სანიკიძემ წარადგინეს.

ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გამომდინარე იქიდან, რომ 2016 წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოცხადდა, ასევე 2016 წელს აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის  25 წლის იუბილე, როდესაც საზოგადოებამ ერთხმად აიღო  საგარეო პოლიტიკის  და ქვეყნის  განვითარების ევროპული გეზი-ევროკავშირისა და  საქართველოს  თანამშრომლობის საფოსტო მარკის გამოცემას  განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ის კიდევ ერთხელ  უსვამს ხაზს საქართველოს  ევროპული ინტეგრაციის  მნიშვნელობას.

"ევროპის დღეები გრძელდება. წელს ჩვენ ასევე  აღვნიშნავთ სქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს. ეს არის 25 წელი, რომელიც საქართველომ  გაიარა ევროპულ სახელმწიფოებთნ ერთად, ევროკავშირთან ერთად. ჩვენ დღეს  ბევრად უფრო ახალ საფეხურზე ვართ ამ ურთიერთობაში. ვფიქრობ,  ეს მარკა ძალიან კარგად გამოხატავს საქართველოს მისწრაფებას, რომ დაუბრუნდეს თავის ოჯახს",-განაცხადა ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა  დავით ბაქრაძემ. 

ღონისძიების ფარგლებში "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" მიერ გამოცემული წიგნის "საქართველო და ევროკავშირი-განვითარებისა და რეფორმების კვალდაკვალ" და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა  კავშირი "ჰერას" მიერ მომზადებული აუდიო წიგნის "NATO  და ევროკავშირი- საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები" პრეზენტაციას მოეწყო.

ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო  ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. პროექტის მხარდამჭერები არიან: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხრებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,  საქართველოს ფოსტა, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი, თბილისის საკრებულო და ვანო სარაჯიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics