|
2016-05-17 18:04:35, 1021 ნახვა
სხვადასხვა
კვირიკაშვილი: საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ევროპის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის ერთგულია
საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ევროპის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის ერთგულია და მხარს უჭერს სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფანთან დაკავშირებულ არსებულ და სამომავლო პროექტებს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტრანს-ადრიატიკის მილსადენის მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოება დაიწყო– საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში დღეს საფუძველი ჩაეყარა ტრანს-ადრიატიკის (TAP) 800 კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობის დაწყებას, რაც გულისხმობს ბუნებრივი აირის იტალიაში ტრანსპორტირებისმარშუტის შერჩევას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით. მშენებლობის დაწყების ცერემონიალს, რომელიც საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში გაიმართა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მან სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და პროექტის მნიშვნელობა შეაფასა. "თავისი მარშრუტის გაყოლებაზე, ტრანს-ადრიატიკის გაზსადენს შეუერთდება სხვა არსებული და დაგეგმილი მილსადენები, რის შედეგადაც ენერგორესურსების ბაზრები ხელმისაწვდომი გახდება სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნისთვის. ეს კი შესაძლებელს გახდის კასპიის ზღვის რეგიონის გაზის მიწოდებას სამხრეთ-აღმოსავლეთ, ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში. ამავე დროს, ეს იქნება მომავალში სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის შემდგომი გაფართოების და თურქმენეთისა და რეგიონში სხვა მიმწოდებელთა მხრიდან ბუნებრივი აირის რესურსების მოზიდვის კარგი შესაძლებლობა,"-აღნიშნა პრემიერმა. პრემიერ–მინისტრმა საქართველოს სატრანზიტო როლზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო პარტნიორია. „ ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ სანდო პარტნიორი ქვეყანა ამ სატრანზიტო დერეფნის ფარგლებში. ბუნებრივი აირის მიმწოდებელი და მომხმარებელი ქვეყნების ინტერესების გადაკვეთაზე მდებარეობის წყალობით, საქართველო არის სამხრეთის დერეფნის განუყოფელი ნაწილი. ბოლო წლების განმავლობაში პირველი ნაბიჯები სამხრეთის აირის წარმატებისკენ გადაიდგა სწორედ მაშინ, როცა საქართველომ და აზერბაიჯანმა, თურქეთთან ერთად და დასავლელი მოკავშირეების მხარდაჭერით, ჩამოაყალიბეს წარმატებული პარტნიორობა და დაამყარეს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში. ამის დასტურია, მაგალითად, ისიც, რომ ამ პროექტის წყალობით, დაახლოებით 30 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება პროექტის მონაწილე ქვეყნებში,"–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო უპირობო მხარდაჭერას უცხადებს სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის გაფართოებას და მზად არის მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში. ტრანს-ადრიატიკული მილსადენის მშენებლობა ენერგოუსაფრთხოებისკენ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს პროექტში მონაწილე სხვა ქვეყნების ლიდერებმაც. მათ იმედი გამოთქვეს, რომ პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, დასაქმებას, ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონის სტაბილურობას.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)