|
2016-05-17 16:17:48, 1020 ნახვა
სხვადასხვა
"ევროვიზიის" ორგანიზატორები კონკურსის შედეგების გადახედვის მოთხოვნით პეტიციას განიხილავენ
“ევროვიზიის” ორგანიზატორი ევროპის სამაუწყებლო კავშირი (EBU) კონკურსის შედეგების გადახედვის მოთხოვნით პეტიციის განხილვას გეგმავს, - ამის შესახებ BBC იუწყება. პეტიცია, რომლის ავტორი ერევნის მცხოვრები არტურ ოვანესიანია, ვებგვერდ change.org-ზე გამოქვეყნდა და 200 ათასზე მეტი ხელმოწერა დააგროვა. “ჩვენ ვიცით პეტიციის შესახებ, ამ საკითხს დღეს განვილავთ, EBU-ს პასუხი მოგვიანებით გამოქვეყნდება”, - განაცხადა ევროპის სამაუწყებლო კავშირის პრესმდივანმა პოლ ჯორდანმა. როგორც ჯორდანმა აღნიშნა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შედეგები გადაიხედოს. “ჩვენ გვესმის, რომ ჟიურისა და მაყურებელთა ხმის მიცემა რთული და ემოციური პროცესია, თუმცა ამ პეტიციის ხელმომწერ ადამიანთა რაოდენობა აჩვენებს იმას, რომ ბევრი დარწმუნებულია იმაში, რომ წელს “გამარჯვებულად” არ აირჩიეს ის შემსრულებელი, რომელიც ამას იმსახურებდა”, - ნათქვამია პეტიციაში. შეგახსენებთ, რომ მუსიკალურ კონკურში მეორე ადგილი ავსტრალიის წარმომადგენელმა დამი იმმა დაიკავა. რუსი შემსრულებელი სერგეი ლაზარევი კი მესამე ადგილზე გავიდა. მუსიკალურ კონკურსზე ევროვიზია-2016-ზე საქართველოს წარმომადგენლები ნიკა კოჩაროვი და Young Georgian Lolitaz მე-20 ადგილზე გავიდნენ. წელს ევროვიზიაზე ხმის მიცემის პროცედურის წესები შეიცვალა. კერძოდ თითოეული ქვეყნის მონაწილეს ცალკე აფასებენ ჟიურის წევრები და მაყურებლები. ჯამალამ ჟიურისა და მაყურებლების ხმის მიცემის შედეგად 534 ქულა დააგროვა. მაყურებლების ხმების მიხედვით, უკრაინელმა შემსრულებელმა მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა ჟიურის მაღალმა შეფასებამ მისი გამარჯვება უზრუნველყო. რაც შეეხება რუს შემსრულებელს, მან პირველი ადგილი დაიკავა ტელემაყურებელთა ხმების რაოდენობის მიხედვით, თუმცა ჟიურის მიერ მინიჭებული ქულებით სერგეი ლაზარევი მეხუთეზე გავიდა.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)