|
2016-05-17 10:05:31, 1228 ნახვა
მსოფლიო
სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის აუციებლობაზე შეთანხმდნენ
ვენაში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. მედიის იფნორმაციით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების შემდეგ ეს პრეზიდენტების პირველი შეხვედრა იყო. მოლაპარაკებები ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების - რუსეთის, აშშ-სა და საფრანგეთის შუამავლობით შედგა. შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-მარკ ერო ესწრებონენ. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მხარეები შეთანხმდბენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს 1994 და 1995 წლების შეთანხმების პირობების მიხედვით დაიცავენ. ამას გარდა, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ეუთო მთიანი ყარაბაღის ინციდენტების გამოძიების გეგმას შეიმუშავებს სერჟ სარგსიანი და ილჰამ ალიევი მორიგ მოლაპარაკებებს ივნისში გამართავენ, თუმცა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრის ზუსტი თარიღი და ადგილი ჯერ უცნობია. შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში ვითარება 2 აპრილს გამწვავდა. რამდენიმედღიანი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარეებმა 5 აპრილს მიაღწიეს, თუმცა სომხეთიც და აზერბაიჯანიც კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო რეჟიმის დარღვევის შესახებ აცხადებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)