|
2016-05-14 11:16:52, 1008 ნახვა
პოლიტიკა
ალბანეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის 15 მაისიდან სავიზო რეჟიმს დროებით გააუქმებს
ალბანეთი საქართველოსთვის ტურისტული სეზონის პერიოდში სავიზო რეჟიმს გააუქმებს, - ინფორმაცია ამის შესახებ ალბანეთის მინისტრთა საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. კერძოდ, ალბანეთმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებს 2016 წლის 15 მაისიდან 1 ნოემბრამდე ცალმხრივად გაუუქმოს სავიზო რეჟიმი. ალბანეთის მხრიდან ვიზალიბერალიზაცია ასევე შეეხება რუსეთს, ბელარუს, საუდის არაბეთს, ყატარს და ომანს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ალბანეთში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტი დასჭირდებათ. ვიზის გარეშე ქართველი ტურისტები ქვეყანაში 90 დღის განმავლობაში შეძლებენ დარჩენას. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება ალბანეთის მთავრობამ ტურიზმის განვითარების მიზნით მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)