|
2016-05-13 14:13:51, 565 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ ყარაულაშვილი ფრანგ სენატორს ქრისტოფ-ანდრე ფრასას შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში, ფრანგ სენატორს ქრისტოფ-ანდრე ფრასას შეხვდა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა და დემოკრატიული რეფორმების კუთხით საქართველოს მთავრობის მიღწევების შესახებ ისაუბრეს. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესზე, მის მნიშვნელობასა და ამ მხრივ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. შეხვედრაზე, ასევე, ნატო-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრეს. სენატორმა ქრისტოფ-ანდრე ფრასამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)