|
2016-05-13 09:52:11, 622 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: საქართველომ კორუფციასთან ბრძოლაში ბოლო წლების განმავლობაში ბევრს მიაღწია
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის 13 ქვეყანას შორის, სადაც კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამის შესახებ პრემიერმა Sky News-ის ეთერში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე თუ რას აკეთებს საქართველო ევროპაში ქართული კრიმინალური დაჯგუფებების საქმიანობის აღსაკვეთად პრემიერმა განაცხადა, რომ ამ მიზნით ევროკავშირის ყველა ქვეყანაში პოლიციის ატაშეები დაინიშნენ და პროგრესი უკვე შეინიშნება. „საქართველო არის პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 13 ქვეყანას შორის, სადაც კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ასევე მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის მე-12 ადგილზეა კორუფციის დაბალი დონით. ზოგიერთი მთავრობა რჩევებს იღებს ჩვენგან. მაგალითად, იუსტიციის სახლი არის ძალიან კარგი კონცეფცია, რომლის ექსპორტიც საქართველოდან მოხდა. პროგრესი, რომელსაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მივაღწიეთ, მოწმობს იმას, რომ თუ არსებობს პოლიტიკური ნება და მოსახლეობის მტკიცე მხარდაჭერა, ბევრი რამის მიღწევა შეიძლება,“- აღნიშნა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)