|
2016-05-12 21:48:08, 481 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანს მაიკლ ფალონს შეხვდა. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ნატო-ს ვარშავის სამიტი და ორმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის თავდაცვის სფეროში, საუბრის მთავარი თემები იყო. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 2016-2017 წლების ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმაზე, რომელიც ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2016 წლის თებერვალში გაფორმდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა ყურადღება დაუთმეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა დემოკრატიის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის ყველაფერს აკეთებს და, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობის მიმართულებით, რეფორმებს განაგრძობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)