|
2016-05-12 19:49:33, 557 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელი მოეწერება „საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას“. თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის პირველად ფორმდება და იგი წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის შემდგომი თანამშრომლობის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის საფუძველს. დოკუმენტის გაფორმება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებას სხვადასხვა სფეროებში, როგორიც არის ვაჭრობა და ინვესტიციები, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა, კულტურა, განათლება და სხვა. შეთანხმება ძალაში შევა მხარეთა მიერ შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ. აღსანიშნავია, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საუდის არაბეთის სამეფოსთან ურთიერთობების გაღრმავებას და ამ მიმართულებით ბოლო წლების განმალობაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)