|
2016-05-12 16:23:41, 530 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც საგარეო-პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში რაიმე ეჭვები ექნებათ
თუ მე ვიქნები არჩეული “ქართული ოცნების” ახალ ლიდერად, გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში რაიმე ეჭვები ექნებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, ჟურნალისტებს განუცხადა. „უალხოეს მომავალში გვექნება ახალი სახეების წარდგენა. შემიძლია, გითხრათ, რომ ახალი სახეების გუნდი მთლიანად პარტიის ლიდერების მხრიდან იქნა შერჩეული. ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი, საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში. გასაუბრებათა მთელი სერია იყო და ძალიან დიდი რაოდეობა იქნა ახალგაზრდების შერჩეული. რა თქმა უნდა, თუ მე ვიქნები არჩეული „ქართული ოცნების“ ახალ ლიდერად, გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში რაიმე ეჭვები ექნებათ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)