11:04 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 15:12:08, 544 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი აბაშიშვილზე: ასეთი შანტაჟისტური განცხადებები უადგილოა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, გიორგი აბაშიშვილს მიმართავს, „როყიო განცხადებებისაგან“ თავი შეიკავოს.

ასეთი კომენტარი ვოლსკიმ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით გიორგი აბაშიშვილის განცხადების პასუხად  გააკეთა.

„ასეთი როყიო განცხადებებისაგან, ძალიან ვთხოვ, აბაშიშვილს, თავი შეიკავოს. ხალხი არ უყურებს,  რა საკითხებზე გვაქვს დამთხვევა და სხვაობა პოზიციების, რაც ნორმალურია პოლიტიკურ  ცხოვრებაში. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, ინსტიტუტების წარმომადგენლები ღრმა პოლიტიკური ეთიკით დამშვენებული ფრაზებით საუბრობდნენ. ასეთი შანტაჟისტური განცხადებები უადგილოა და პოლიტიკური სკანდალის შექმნის მცდელობას გავს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გიორგი აბაშიშვილი პარლამენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭიროს.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, დღეს პარლამენტს მოუწევს, გააკეთოს არჩევანი ლევან მურუსიძესა და ანა დოლიძეს შორის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics