|
2016-05-12 14:32:30, 553 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი: პარლამენტი დღეს არჩევანს გააკეთებს მურუსიძესა და ანა დოლიძეს შორის
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პარლამენტს მოუწევს გააკეთოს არჩევანი მურუსიძესა და დოლიძეს შორის, როცა დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებს უყრის კენჭს. ,,არანაირად არ მაქვს იმედი, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" რამენაირად დათმობს მურუსიძეს და მხარს დაუჭერს დოლიძეს, თუმცა ვფიქრობ, რომ პარლამენტის თითოეულ წევრს, უმრავლესობას დღეს აქვს შესაძლებლობა მურუსიძის მართვის სტილი სასამართლოში დოლიძის სტილით შეცვალოს. უნდა გვახსოვდეს, სერიოზული პრობლემები შეექმნება უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებას, თუ სწრაფად არ იქნებიან დამტკიცებული პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მოსამართლეები. ამიტომ რისკის ქვეშ ნუ დავაყებთ უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა. ცნობისთვის, პრეზიდენტმა პარლამენტს განსახილველად უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებად ანა დოლიძე, თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა რამდენიმე კვირის წინ წარუდგინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)