09:57 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 22:09:04, 971 ნახვა

ეკონომიკა
„თბილისის ავტობუსების პროექტის" დაფინანსებისთვის ხელშეკრულებები გაფორმდა

ქ.ლონდონში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველმა, ნოდარ ხადურმა და EBRD-ის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ხელი მოაწერეს სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს, რომლის საფუძველზეც „თბილისის ავტობუსების პროექტისთვის" ბანკი 27 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდი გრანტის სახით 7 მილიონ ევროს გამოყოფს.
 
შეთანხმებებით გათვალისწინებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური, გაზზე მომუშავე 150-200 ავტობუსის შეძენა.
 
ავტობუსები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
 
პროექტი მნიშვნელოვანია თბილისის მდგრადი განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხის გაუმჯობესებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics