|
2016-05-11 16:08:09, 603 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: ალასანია ჩაერთო რუსულ პროპაგანდაში და დღეს იგი ხელისმომკიდეს პრინციპით ამ მარათონში მონაწილეობს
საჯაროდ მოვითხოვ თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან, ძალიან კონკრეტულად წარმოადგინოს პრეტენზიების ნუსხა, სად იყო შესაძლებელი ქვეყნის უკეთ დაცვა და მე ეს არ გავაკეთე - ამის შესახებ თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიას განცხადების საპასუხოდ განუცხადა. მინისტრმა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის განცხადებას სასაცილოს უწოდებს. "ირაკლი ალასანიას პრეტენზიები სასაცილოა, სირცხვილია, მაგრამ ალბათ ხანდახან ადამიანები გაუგებარ არჩევანს აკეთებენ. როცა ვსაუბრობთ ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობაზე, ერთი წლის განმავლობაში ვისმენდი პრეტენზიებს ყოფილი თავდაცვის მინისტრისგან. მთელი წლის განმავლობაში პასუხი არ გამიცია მსგავსი ტიპის განცხადებებზე, რადგან ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, ვიდრე ეს პაექრობა", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ხიდაშელის თქმით, შეურაცხმყოფელია და სირცხვილია, როცა ასეთი განცხადებები ისმის. „კიდევ უფრო სირცხვილია, რომ ბატონი ირაკლი ჩაერთო იმ რუსულ პროპაგანდაში, რომელსაც პირდაპირ ცეცხლი აქვს ჩემს წინააღმდეგ გახსნილი და დღეს იგი ხელისმომკიდეს პრინციპით ამ მარათონში მონაწილეობს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)