|
2016-05-11 15:09:51, 643 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ვიღაცებს, ეტყობა, ავტორიტარიზმი და გადაწყვეტილების მიღების უნარი ერთმანეთში ერევათ
„ვიღაცებს ეტყობა ავტორიტარიზმი და გადაწყვეტილების მიღების უნარი ერთმანეთში ერევა, - ამის შესახებ საქარველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერს არ დაუკონრეტებია, თუ ვის გულისხმობდა, თუმცა, სავარაუდოდ, ის დეპუტატ თამაზ მეჭიაურის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე საუბრობდა. კვირიკაშვილი გადაწყვეტილების მიღების უნართან დაკავშირებით ბრალდებებს უაზროს უწოდებს. „აბსოლუტურად უაზრო ბრალდებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უნარის თაობაზე, მინდა ვთქვა, რომ ვიღაცას ეტყობა ავტორიტარიზმი და გადაწყვეტილების მიღების უნარი ერთმანეთში ერევა. საქართველოს მთავრობას არც ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება არ შეუყოვნებია. ამის ცხადი მაგალითია დღევანდელი დღე, ასევე ის, რომ ეკონომიკური დაღმავლობა, რომელიც ჩვენს გარშემო ზოგიერთ ქვეყანაშია, არ იქნა ასახული საქართველოს ეკონომიკის განვითარების დინამიკაზე, საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური გზით ვითარდება“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)