|
2016-05-11 14:16:33, 621 ნახვა
პოლიტიკა
ქართულ-ამერიკული სწავლება - „ღირსეული პარტნიორი 2016“ პრეზიდენტმა გახსნა
ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ქართულ-ამერიკული სწავლების - „ღირსეული პარტნიორის 2016“-ის გახსნის ოფიციალური ცერმონიალი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა. ქვეყნის მთავარსარდალმა ქართველ საზოგადოებას, ასევე ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა და თავდადებისთვის და ქვეყნის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა. „პატივცემულო საზოგადოებავ, დღეს ერთმანეთის გვერდით გვიდგანან ჯარისკაცები, რომელბამაც თავისი ღირსებით, შემართებით და ბრძოლის უნარიანობით სამშობლო სხვადასხვა ოპერაციების დროს ასახელეს. ესენი არიან: ქართველი, ამერიკელი და გერთიანებული სამეფოს ჯარისკაცები. დღეს ეს ადამიანები ღირსეული პარტნიორობისა და თანამეგობრობის სახელით ქართულ მიწაზე დგანან. საქართველოს პრეზიდენტმა ალიანსზე და საქართევლოს პარტნიორობაზეც აღნიშნა, რომ მეტი საქართველო იქნება ნატოში და მეტი ნატო საქართველოში. „დღევანდელი სწავლება გაგრძელებაა სწორი და მიზანმიმართული პოლიტიკის რომელიც ნატოს ალიანსის მიმართ დავსახეთ. ჩვენ ვთქვით, რომ მეტი საქართველო იქნება ნატოში და მეტი ნატო საქართველოში. ამას ჩვენ ვახორციელებთ როგორც საერთაშორისო მისიებში, ასევე ჩვენს მშობლიურ ტერიტორიებზე. საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, რადგან ამისათვის არაერთმა ქართველმა ჯარისკაცმა პოლიტიკოსმა და ქართულმა საზოგადოებამ ძალიან ბევრი გააკეთა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)