05:45 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 13:52:52, 629 ნახვა

საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდა.  

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბიტურიენტები პარასკევს და შაბათს, 1 და 2 ივლისს ჩააბარებენ.

4-5 ივლისს აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ, 6-7 ივლისს მათ უცხო ენის ჩაბარება მოუწევთ. 8 ივლისს - სამოქალაქო განათლება, 11 ივლისს - ქიმია, 14 ივლისს - მათემატიკა, 15 ივლისს - გეოგრაფია, 18 ივლისს - ისტორია, 20 ივლისს - ბიოლოგია, 21 ივლისს - ფიზიკა და ამავე დღეს აბიტურიენტები შეძლებენ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ჩაბარებასაც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics