|
2016-05-11 13:31:01, 508 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი მეჭიაურზე: ასეთი ტიპის მოწინააღმდეგეები მე მხოლოდ მაძლიერებს
ასეთი ტიპის მოწინააღმდეგეები მე მხოლოდ მაძლიერებს, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის ბრალდებას მის არაკომპეტენტურობაზე. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ის საკუთარი არჩევანის სისწორეში დარწმუნებულია. "ვადასტურებ, რომ კომპიუტერული თამაშები არ მითამაშია, ამისთვის არასდროს მეცალა, ეს ცუდი ამბავი არ არის. ასეთი ტიპის მოწინააღმდეგეები მე მხოლოდ მაძლიერებს და საკუთარი არჩევანის სისწორეს მიმყარებს,“ - აცხადებს თინა ხიდაშელი. შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის დეპუტატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდა. „ვურჩიე, რომ თავდაცვის მინისტრი გადააყენოს, რადგან არის არაადეკვატური და შეიძლება შარში გაგვხვიოს. ელემენტარულად, თავდაცვის მინისტრს კომპიუტერულ თამაშებში მაინც უნდა ქონდეს მონაწილეობა მიღებული. სათამაშო არ არის ეს ქვეყანა, ხან ტანკი შემოიყვანოს, ხან გაიყვანოს,“ - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)