05:46 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 12:43:25, 746 ნახვა

საზოგადოება
დასუფთავების გადასახადს თბილისში მცხოვრები არარეგისტრირებული პირებიც გადაიხდიან

თბილისში დასუფთავების გადასახადის გადახდის წესში ცვლილებები შევიდა.

კერძოდ, როგორც შპს „თბილსერვის ჯგუფის“ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ინიციატივით, ცვლილება შევიდა „თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში“.

ცვლილების შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ფართში, სადაც დასტურდება ცხოვრების ფაქტი, მაგრამ არ არის რეგისტრირებული არც ერთი ფიზიკური პირი,  დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხებათ, როგორც ერთ სულ მოსახლეს თვეში - 2,5 ლარის ოდენობით.

„სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,  ფიქსირებულია საცხოვრებელი სახლები, ბინები, სადაც ფიზიკური პირები ცხოვრობენ რეგისტრაციის გარეშე. მოქალაქეებს საკუთრებაში აქვთ ორი ან მეტი ბინა, სახლი, რომელიც აქვთ გაქირავებული, დაგირავებული ან დროებით აცხოვრებენ სხვას, მაგრამ იმის გამო, რომ ამ კონკრეტულ მისამართებზე, სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრაცია  არ აქვთ გავლილი არც ერთ ფიზიკურ პირს დასუფთავების მოსაკრებელი არ ერიცხება - შესაბამისად, არ არიან დასუფთავების მოსაკრებელის გადამხდელები. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ისეთ საცხოვრებელ ბინებს, სახლებს, რომელთაც არ ერიცხებათ დასუფთავების მოსაკრებელი და დასტურდება ფიზიკური პირის ცხოვრების ფაქტი, დაერიცხებათ დასუფთავების მოსაკრებელი, როგორც ერთ სულ მოსახლეს თვეში - 2,5 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics