|
2016-05-11 11:48:50, 549 ნახვა
პოლიტიკა
დოლიძე: ირაკლი კობახიძე ახალგაზრდა ყმაწვილია, ვერ ერკვევა ჯერ პოლიტიკაში, გაიზრდება გარეკვევა
ირაკლი კობახიძე ახალგაზრდა ყმაწვილია ვერ ერკვევა ალბათ ჯერ პოლიტიკაში, გაიზრდება გარეკვევა, - ასე პასუხობენ „თავისუფალი დემოკრატები“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც ირაკლი ალასანიას გუნდი და პაატა ბურჭულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები არიან. როგორც „დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, პარტიაში კობახიძის განცხადება სერიოზულად არ აღუქვიათ. „ახალგაზრდა ყმაწვილია ვერ ერკვევა ალბათ ჯერ პოლიტიკაში, გაიზრდება გარეკვევა, ეს არ არის პრობლემა. დასკვნებს სანამ გამოიტანს გადახედოს პარლამენტში უმრავლესობის შემადგენლობას. გადმოტრანსფერებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ა.შ. მერე გამოიტანს სწორ დასკვნებს. არა უშავს, ახალგაზრდა ყმაწვილია. ვის არ მოსვლია შეცდომები“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას. შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ „თავისუფალი დემოკრატებს“, პაატა ბურჭულაძესა და შალვა ნათელაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები უწოდა. ეს განცხადება „ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა გაზეთ „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)