05:46 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 17:18:32, 722 ნახვა

საზოგადოება
ბოსტნეულის მყნობის ახალი ტექნოლოგიები დაინერგება

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ წილკანის საკვლევ ბაზაზე ბოსტნეულის მყნობის 2 დღიანი პრაქტიკული ტრენინგი ჩატარდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგზე თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დაიმყნო პომიდორი, წიწაკა და ბადრიჯანი. დემონსტრირების შემდგომ მონაწილეებს საშუალება ქონდათ თავად განეხორციელებინათ მყნობის პრაქტკული სამუშაოები.

მათივე ცნობით, სემინარს ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის რაიონული საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები და მებოსტნე ფერმერები და სხვა დაინტერესებული პირები, რომელთაც  სოციალური ქსელის მეშვეობით გაიარეს ონლაინ რეგისტრაცია.

ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის უფროსის ნატო კაკაბაძის განმარტებით აღნიშნული მყნობის ტექნოლოგიების ათვისება უმნიშვნელოვანესია ბოსტნეულის მწარმოებელი ფერმერებისათვის რაც უშუალოდ მავნებელ დაავადებებთან ბრძოლაზე და პროდუქტიულობის ზრდაზე აისახება.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ პერიოდულად გაიმართება სხვადასხვა აგრარური მიმართულების პრაქტიკული და თეორიული სემინარები რის შესახებაც ინფორმაცია ცენტრის ვებ და სოციალურ გვერდებზე განთავსდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics