05:44 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-09 17:11:49, 601 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის ხელისუფლებამ უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო

აფხაზეთის ხელისუფლებამ ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

„სამწუხაროა,  რომ ყოველ წელს  მცირდება  გმირ ვეტერანთა რიცხვი, ვინც მსოფლიოს ფაშიზმზე  დიადი გამარჯვება მოუტანეს. ფასდაუდებელია ამ ადამიანთა გმირობა და თავდადება. აუნაზღაურებელია, ის მსხვერპლი, რომელიც საქართველომ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად გაიღო  ფაშიზმზე გამარჯვებისთვის. მინდა აფხაზეთის მთავრობის სახელით  გამარჯვების დღე მივულოცო და დღეგრძელობა ვუსურვო ჩვენს ვეტერანებს.  სამარადისო ხსოვნა მათ,   ვინც სიცოცხლე  გასწირა მშვიდობისა და მომავლისთვის და  იმათ  ვინც, სამწუხაროდ, დღეს ჩვენს შორის უკვე აღარ არის. სამარადისო ხსოვნა მათ. კიდევ ერთხელ ვულოცავ  ყოველ ჩვენგანს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics