|
2016-05-08 15:29:49, 738 ნახვა
პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძე: ჩვენი გზა არის მარტო ევროპისკენ
„ჩვენი გზა არის მარტო ევროპისკენ“,-ამის შესახებ „საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა პაატა ბურჭულაძემ რიყის პარკში განაცხადა, სადაც ევროპის დღეები მიმდინარეობს. ბურჭულაძემ საზოგადოებას ევროპის დღეების გახსნა მიულოცა. „გილოცავთ ევროპის დღეების გახსნას. მართლაც კარგი დღეა დღეს. დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ყველა ევროპელს ვინც გვეხმარება, რომ წინ წავიდეთ. ჩვენ გზა არის მარტო ევროპისკენ. ისინი არინ ჩვენი ძმები ვინც გვეხმარება, რომ წინ წავიდეთ“,-განაცხადა ბურჭულაძემ. ევროპის დღეების ფარგლებში, 3 კვირის განმავლობაში, უამრავი საინტერესო ღონისძიება გაიმართება, რომლებზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ღონისძება საქართველოს ყველა მოქალაქეს ევროპული გზისა და არჩევანის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ შეახსენებს. დღეს სტარტი აიღეო ევროპულმა სოფელმა, სადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების ორგანიზებით მოეწყო 28 წევრი ქვეყნის კუთხეები. თითოეული მათგანი წარმოადგენს საკუთარი ქვეყნის კერძებს, ეროვნულ სამოსსა და სხვა ტრადიციებს. მათ შორისაა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კუთხეც. გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევროვიზიის ვარსკვლავები, მოძრაობის თეატრი. ყველა ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ ერთიანობა მრავალფეროვნებაშია.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)