|
2016-05-08 15:26:12, 558 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: ჩვენ დღეს ევროპასთან ერთად აღვნიშნავთ ევროპიის დღეებს, რადგან საქართველო არის ევროპა
„ჩვენ დღეს ევროპასთან ერთად აღვნიშნავთ ევროპის დღეს, რადგან საქართველო არის ევროპა“,-ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ რიყის პარკში განაცხადა, სადაც ევროპის დღეები საზეიმოდ გაიხსნა. ბაქრაძემ სრულიად საზოგადოებას ევროპიის დღეების დაწყება მიულოცა. „ჩვენ დღეს ევროპასთან ერთად აღვნიშნავთ ევროპის დღეებს, რადგან საქართველო არის ევროპა. არა იმდენად, რამდენადაც ჩვენ შეიძლება ვგავდეთ პოლონელებს, ან ირლანდიელებს, არამედ იმდენად, რამდენადაც ჩვენ მრავალფეროვნებას ვმატებთ ევროპას, ევროპულ კულტურას და ევროპულ ცივილიზაციას. საქართველო არის ევროპის სახელმწიფო და არის თავისთავად ძალიან მრავალფეროვანი“, -განაცხადა დავით ბაქრაძემ. ცნობისთვის, ევროპის დღეების ფარგლებში, 3 კვირის განმავლობაში, უამრავი საინტერესო ღონისძიება გაიმართება, რომლებზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ღონისძება საქართველოს ყველა მოქალაქეს ევროპული გზისა და არჩევანის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ შეახსენებს. დღეს სტარტი აიღო ვროპულმა სოფელმა, სადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების ორგანიზებით მოეწყო 28 წევრი ქვეყნის კუთხეები. თითოეული მათგანი წარმოადგენს საკუთარი ქვეყნის კერძებს, ეროვნულ სამოსსა და სხვა ტრადიციებს.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)