|
2016-05-07 21:43:49, 616 ნახვა
პოლიტიკა
ნარმანია "პანორამა თბილისზე" - რომელი მერი იქნებოდა წინააღმდეგი ასეთი პროექტის განხორციელების
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში "პანორამა თბილისის" პროექტზე სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით ისაუბრა. ის პასუხისმგებლობას პროექტის ავტორებთან ერთად იღებს. „რასაკვირველია, მეც ავიღე ამ პროექტზე პასუხისმგებლობა. ვხელმძღვანელობ იმ უწყებას, რომელმაც ერთ-ერთი თანხმობა გასცა ამ პროექტთან დაკავშირებით. ჯამში კარგად მახსოვს 180-მდე ხის მოჭრაზე იყო საუბარი „პანორამა თბილისის” პროექტთან დაკავშირებით, მაში როცა ინვესტორმა ამავდროულად ვალდებულება აიღო, ათეულობით ათასი ხის დარგვასთან დაკავშირებით. მიმდებარე ტერიტორიაზე იმ სეზონზევე დაიწყეს დარგვის პროცესი. შესაბამისად, ეს პროექტი ეკოლოგიური თვალსაზრისით პრობლემას არ წარმოადგენს, ისევე როგორც პროექტი არ წარმოადგენს პრობლემას გეგმარებითი თვალსაზრისით. ეს არის შეფენილი პროექტი, ქედის იქით მხარეს არის ძირითადი ნაწილი. ქალაქის ვიზუალთან და მის ასე ვთქვათ, დამახინჯებასთან დაკავშირებით, როგორც ამაზე არაერთი ადამიანი აკეთებს აქცენტს, ასეთ რამესთან ადგილი არ გვექნება“, - აღნიშნა ნარმანიამ. მისი თქმით, "რომელი მერი იქნებოდა წინააღმდეგი ასეთი პროექტის განხორციელების?" „მსოფლიოს მაგალითებიც რომ ვნახოთ, ან სხვა ქალაქების მერებს ვკითხოთ, რომელი მერი იქნებოდა წინააღმდეგი ასეთი პროექტის განხორციელების?“ - განაცხადა ნარმანიამ.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)