2016-05-07 14:59:08, 495 ნახვა
საზოგადოება
კვირაცხოვლობას პატრიარქი 1116 ბავშვს მონათლავს
კვირაცხოვლობას, ხვალ, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კიდევ 1116 ბავშვს მონათლავს.
საპატრიარქოს ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 43-ე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატრიარქის ნათლული კიდევ 1116 ბავშვი გახდება. კათოლიკოს-პატრიარქი თავის ნათლულებს დალოცავს.
შეგახსენებთ, რომ დღეისთვის უწმინდესს 27 310 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. 22-ე ნათლობა სამების ტაძარში ნათლისღების დღესასწაულზე შედგა.
ცნობისთვის, ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან