|
2016-05-06 13:47:51, 514 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი FAO-ს რეგიონულ კონფერენციას ესწრება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ევროპის რეგიონული კონფერენციის 30-ე სესიას ესწრება. როგორც “ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება 4-6 მაისს თურქეთში, ქალაქ ანტალიაში თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის მინისტრის პატრონაჟით იმართება. სესიაში მონაწილეობს ევროპის და ცენტრალური აზრიის რეგიონის FAO-ს წევრი ყველა ქვეყნის და დამკვირვებლის სტატუსით მონაწილე ქვეყნების დელეგაციები, გაეროს სპეციალიზებული სააგენტოები. უწყების ინფორმაციით, სესიის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა შეხვედრა, სადაც სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების მხარდასაჭერად, ათასწლეულის გამოწვევის მიზნების შესრულებისთვის FAO-ს წევრი სახელმწიფოების მთვარობების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები განიხელეს. ,,კონფერენციის ძირითად მიზანს, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მცირე ფერმერთა მხარდაჭერის, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების, ბიომრაფალფეროვნების და გენეტიკური რესურსების შენარჩუნების მიზნით, 2016-2017 წლების თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის, უმნიშვნელოვანესია მსოფლიოში სურსათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდა, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. კონფერნეციის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, გრაციანო და სილვასთან. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა FAO-ს გენერალურ დირექტორს ის ძირითადი პროექტები გააცნო, რომელთა განხორციელება უახლოეს მომავალში იგეგმება. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა FAO-ს საქართველოს ოფისს სამინისტროს საქმიანობაში აქტიური ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის. ,,სოფლის მეურნეობის განვითრების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ეფექტიანად განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია FAO-ს ტექნიკური დახმარება. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ,,ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითართებისთვის“ (ENPARD) პროგრამის მეორე ფაზის შესაბამისად, სოფლად განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო, სადაც FAO-ს ექსპერტთა ჩართულობა ასევე მნიშვნელოვანი იქნება. გარდა ამისა, ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროგრამაზე. სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანდაცვის, მათ შორის, ცხოველთა იდენტიფიკაციის და მიკვლევადობის სისტემის დანერგვის უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს დაგეგმილი რეფორმების სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრაზე FAO-ს გენერალური დირექტორი გრაციანო და სილვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, მცირე და საშუალო ფერმერების მხარდამჭერი პროქტების და სოფლად განვითარების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე ღონისძიებებით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ FAO მიესალმება საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში მიღწეულ პროგრესს. ,,ბერლინში, გამოფენის ,,მწვანე კვირეულის“ ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ ძირითად გამოწვევებზე, რაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინაშე იდგა. მისასალმებელია, რომ დღეს სახეზეა მნიშვნელოვანი პროგრესი. თქვენ გაქვთ სწორი ხედვა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია FAO-ს პრიორიტეტებთან და მიზნებთან. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და გვჯერა, რომ ათასწლეულის გამოწვევის მიზნები მიღწეული იქნება. შევძლებთ სიღარიბის დაძლევას, უსაფრთხო და უვნებელი სურსათის მიწოდების უზრუნველყოფას და სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას”, - აღნიშნა გრაციანო და სილვა.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)