|
2016-05-06 11:46:57, 3704 ნახვა
ეკონომიკა
PSP ამერიკულ ბრენდ "სოლგართან" თანამშრომლობას იწყებს
PSP ამერიკულ ფარმაინდუსტრიის გიგანტ "სოლგართან" თანამშრომლობას იწყებს. თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გამართულ ღონისძიებაზე მოეწერა. PSP "სოლგარის" ექსკლუზიური პარტნიორი გახდება და მომხმარებელს სრულიად საქართველოში ამერიკულ საკვებ დანამატებს შესთავაზებს. "ბოლო პერიოდში მკვეთრად შეიცვალა საკვების ხარისხი და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად უფრო მეტ ადამიანს ესაჭიროება საკვები დანამატები, თუ ვიტამინები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საშუალება მოგვეცა, ვითანამშრომლოთ საქართველოს წამყვან სააფთიაქო ქსელთან და ქართველ მომხმარებელსაც შევთავაზოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქტები. PSP საქართველოში ლიდერია, ჩვენ კი, მსოფლიოს მასშტაბით წარმატებულები ვართ საკვები დანამატებით წარმოებაში. მოხარული ვართ, რომ PSP-ს სახით, სანდო და საიმედო პარტნიორი შევიძინეთ",-განაცხადა "სოლგარის" პრეზიდენტმა ჩენჩელ ჩადჰამ. "PSP ჯგუფის" დირექტორის გოჩა გოგილაშვილის განცხადებით, "სოლგარის" პროდუქციას ევროპასთან შედარებით, საქართველოში უფრო ხელმისაწვდომი ფასი ექნება: "ეს არის საკვები დანამატები, რომელიც საჭიროა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის პრევენციისთვის. ზოგადად, ჩვენი მოსახლეობა მიმართავს ექიმს, როცა ხდება ავად და შემდეგ იწყებს მკურნალობას. ეს პროდუქცია გახლავთ სწორედ იმისათვის, რომ ავად არ გავხდეთ. მომავლაში იგეგმება ასორტიმენტის გაზრდა. ის წარმოდგენილია მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში. საქართველოში ევროპასთან შედარებით, უფრო ხელმისაწვდომი ფასი იქნება. ეს მაღალი ხარისხის პროდუქტი გააუმჯობესებს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარისხსს. ის განკუთვნილია როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის. "სოლგარის" პროდუქცია საქართველოს მოსახლეობისთვის, ვინც უცხოეთში მოგზაურობს, ცნობილია და იძენენ უცხოეთში. აქამდე თუ შეიძინეს უცხოეთში, როდესაც გახდება ცნობილი საქართველოში, უცხოეთში აღარ შეიძენენ",-აღნიშნა გოჩა გოგილაშვილმა. "სოლგარი ჯგუფის" ხელმძღვანელის მაია მითაძის განმარტებით, "სოლგარის" პროდუქცია 100%-ით მცენარეულია და კონსერვატებს და რაიმე ქიმიურს არ შეიცავს: ""სოლგარი" გახლავთ მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომელიც აწარმოებს კვებით დანამატებს, ვიტამინებს, მცენარეულ ნაკრებს შეიცავს. ეს არის პრემიუმ ხარისხის პროდუქცია, არ შეიცავს არანაირ კონსერვატებს, არაფერს ქიმიურს. "სოლგარის" ჩამონათვალში აქვს 600-მდე პროდუქცია, აქდან 22 შემოვიდა სასტარტო ეტაპისთვის საქართველოში, თუმცა ეს რაოდენობა ძალიან მალე მოიმატებს. სულ რამოდენიმე თვეა, რაც პროდუქცია ჩვენთან არის საქართველოში",-აღნიშნა მაია მითაძემ. "სოლგარი" ცნობილი ამერიკული ბრენდია, რომელიც 1947 წელს დაფუძნდა. ბრენდის მთავარი ოფისი აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, მდებარეობს. ბრენდი მსოფლიო მასშტაბით ლიდერია საკვები დანამატების წარმოებასა და რეალიზაციაში. სოლგარი მსოფლიოს მასშტაბით 50-მდე ქვეყანაში მუშაობს. სხვადასხვა დროს "სოლგარი" ბრიტანეთის საუკეთესო ვიტამინებისა და მინერალების მწარმოებელ საერთაშორისო კომპანიად დასახელდა. ბრენდს მიღებული აქვს ამერიკის საუკეთესო ვიტამინებისა და საკვები დანამატების მწარმოებლის ჯილდო.
(R)
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)