|
2016-05-05 17:04:36, 518 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს, ბორის სილევიჩს და კერსტინ ლუნდგრენს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახუხურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დადგენილებაზე, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს შეეხება. საქართველოს პრემიერ–მინისტრის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით და ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების პროცესი და ხაზი გაესვა მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით მიღწეულ პროგრესს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებზე და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე. გამოთქვა იმედი, რომ საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ჩაივლის. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ქართული მხრიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და პარლამენტის ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე დაესწრნენ.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)