|
2016-05-05 11:31:28, 562 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ქუმსიშვილს არ მიეცა საშუალება, საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა, არ ვიცით, ტექნიკური ხარვეზი იყო, თუ სხვა რამ
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთვრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრებს მოუწოდა, სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ. ამასთან, კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკის მინისტრს, რომელმაც რამდენიმე საწარმო ვიზუალურად კარგად წარადგინა. პრემიერმინისტრის თქმით, სამწუხაროა, რომ დიმიტრი ქუმსიშვილს არ მიეცა საშუალება, საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა. პრემიერს არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობდა, თუმცა, სავარაუდოდ, გიორგი კვირიკაშვილი „რუსთავი2“-ის გადაცემა „არჩევანში“ მომხდარ ფაქტზე საუბრობდა, როცა ეკონომიკის მინისტრი ეთერიდან ტექნიკური ხარვეზის მიზეზით გათიშეს. „სამწუხაროდ მას არ მიეცა საშუალება, მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა. არ ვიცით, ეს ტექნიკური ხარვეზი იყო თუ სხვა რამ, მაგრამ მინდა, ყველა თქვენგანს მოვუწოდო, მაქსიმალურად შევეცადოთ, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებას ასეთი პროექტების შესახებ“, - მიმართა პრემიერმა მთავრობის წევრებს.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)