2016-05-04 13:08:39, 556 ნახვა
საზოგადოება
რიყეთის თემში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება
7 მაისს, ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში უფასო სამედინო აქცია ჩატარდება.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში ადგილობრივებს უფასო კონსულტაციებს და კვლევებს შპს „ონკოლოგიური საავადმყოფოს“, შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის“ და შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის“ ექიმები ჩაუტარებენ.
სამედიცინო ბრიგადა დაკომპლექტებულია: ოჯახის ექიმით, ოფთალმოლოგით, ენდოკრინოლოგით, უროლოგით, ექოსკოპისტით, კარდიოლოგით, გინეკოლოგით და ონკოლოგით.
ჩატარდება ექოსკოპიური და ელექტროკარდიოგრაფიული კვლევები, ასევე შაქრის განსაზღვრა სისხლში.
ხულოს მუნიციპალიტეტში, უფასო სამედიცინო აქციები, ასევე ჩატარდა ხიხაძირისა და ღორჯომის თემებეში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან