|
2016-05-04 12:16:14, 592 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ხარატიშვილი: ხელისუფლება მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობას ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს
ევროპის საბჭოს ოფისში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PASE) დელეგაცია და ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ქრისტიან ურსე ოპოზიციის ერთ ნაწილს ხვდება. როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია "სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის" ხელმძღვანელმა ზურაბ ხარატიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს, რომელიც უპირველესად მომავალ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. ხარატიშვილის თქმით, ხელისუფლება ჯიუტად ცდილობს, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით არაფერი შეცვალოს: "ჩვენ ვაპირებთ, ვისაუბროთ იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც დღეს არის საქართველოში, რა თქმა უნდა, უპირველესი არის მომავალი საპარლამენტო არჩევნები და ჩვენ ჩვენს შეფასებებს და ხედვებს წარმოვუდგენთ ევროსაბჭოს რეკომენდაციების ჭრილში, თუმცა ჩვენი შეფასებები წინასაარჩევნოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის საკმაოდ უარყოფითი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ მოუქნელობით და იმ სიჯიუტით, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, არაფერი შეცვალოს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობას",-განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ევროსაბჭოს არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა: "სამხარეო პროპორციული სისტემა და ის, რომ ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს საარჩევნო გარემოს პირობებზე-ეს იყო ევროსაბჭოს ორი უმთავრესი რეკომენდაცია, რომელთაგან არც ერთი არ შესრულდა", - აღნიშნა ზურაბ ხარატიშვილმა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)