22:33 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-29 11:49:50, 651 ნახვა

პოლიტიკა
IRI: პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში პაატა ბურჭულაძე ლიდერობს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების ანალიზის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი გამოკითხვის თანახმად, პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში "საქართველოს განვითარების ფონდის” ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე ლიდერობს 75%-ით, მეორე ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოა 64%%-ით, მესამე მეოთხე ადგილებს კი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინაწილებენ 60-60%-ით.

რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილს კეთილგანწყობას, მას 56%-იანი მაჩვენებელი აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერ დავით ბაქრაძეს კი, 54%-იანი მაჩვენებელი.

რეიტინგში შემდეგ მოდიან ”ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ლიდერი შალვა ნათელაშვილი - გამოკითხულთა 50 %-ის კეთილგანწყობით,  პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი - 48%-იანი კეთილგანწყობით და ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე კეთილგანწყობის 36%-იანი მაჩვენებლით. 

გამოკითხვა 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარდა, საქართველოს ყველა დანარჩენ რეგიონში. სულ 1 500 რესპონდენტი გამოიკითხა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics