|
2016-04-29 09:38:36, 486 ნახვა
პოლიტიკა
თაქთაქიშვილი: მოსახლეობის უმრავლესობა გრძნობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
„მოსახლეობის უმრავლესობა გრძნობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება“,-ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძღაობის“ წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი IRI-ის კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. დეპუტატის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ დაპირებულ მეოთხე წელს, ყველაზე მძიმე ვითარებაა. „საქართველოს მოქალაქეები საკუთარ თავზე გრძნობენ იმას, , რომ ქვეყანა ვითარდება ცუდი მიმართულებით. პირველ რიგში საუბარია გაუგონარ სიღარიბეზე, ფასების ინფლაციაზე, გაზრდილ გადასახადებზე, „ქართული ოცნების“ ე.წ. მეოთხე გაუმჯობესებულ წელს არის ყველაზე მძიმე მდგომარეობა. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს 2016 წელს არჩევნებით“,-განაცხადა თაქთაქიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)