22:33 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 19:20:43, 533 ნახვა

პოლიტიკა
თინათინ ბოკუჩავა: მამაკაცი კოლეგების მხრიდან ქალი პარლამენტარების მიმართ შეურაცხმყოფელ წამოძახილებს აქვს ადგილი

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს დეპუტატი მამაკაცების მხრიდან ქალი პარლამენტარების მიმართ შეურაცხმყოფელ წამოძახილებზე რეაგირება სთხოვა.

ამის შესახებ ბოკუჩავამ პარლამენტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა.

„ნამდვილად მეუხერხულება, რომ ჩემი ყოველი გამოსვლის დაწყებისას თითქმის ყოველთვის მიწევს საპარლამენტო ეთიკაზე საუბარი, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო, თუ რამდენად მიუღებელია ჩემთვის ისეთი წამოძახილები და კომენტარები, რომელიც ვიხილეთ დღეს ამ დარბაზში კიდევ ერთხელ, სამწუხაროდ. ქალბატონო მანანა, მინდა მოგმართოთ თქვენ, არა მხოლოდ როგორც ვიცე- სპიკერს, არამედ ასევე როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს, ძალიან გთხოვთ ნუ გავხდით ამას უკვე მიღებულ პრაქტიკად. როგორც წესი ეს წამოძახილები და შეურაცხმყოფელი კომენტარები არის ხოლმე მამაკაცების მხრიდან ქალი პარლამენტარების მიმართ”, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics