21:11 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 15:37:05, 308 ნახვა

პოლიტიკა
მაჭავარიანი: ეკონომიკის თემა მთავრობისთვის „შეაყარე კედელს ცერცვივით“ არის

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ეკონომიკის თემა „შეაყარე კედელს ცერცვივით“ არის ჩვენს მთავრობისთვის.

როგორც მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მთავრობა არაადეკვატურია იმ მოთხოვნილებების მიმართ, რაც ქართველ ხალხს აქვს.

”1,7 პროცენტი - მინდა დაიმახსოვროთ ეს ციფრი კარგად. სწორედ ეს არის მიზეზი იმ გაჭირვების, იმ უნიათობის და უცოდინრობის, რასაც თქვენი მთავრობა აკეთებს. თქვენ ხართ კმაყოფილი იმით, რომ აქ ლამაზად ლაპარაკობთ, მაგრამ ქუჩაში როგორც გახვალთ, ეს თქვენი კმაყოფილება გადავა უკმაყოფილებაში. თქვენ აბსოლუტურად არაადეკვატური ხართ იმ მოთხოვნილებების, რაც ქართველ ხალხს აქვს. თქვენ უნიკალური რამ გააკეთეთ და შეძელით ის, რომ 2011 წელზე ნაკლებია საქართველოდან ექსპორტი. დღეს არის ყველაზე მაღალი საგარეო ვალი ბოლო პერიოდის განმავლობაში. 15 მილიარდ დოლარს უტოვებს თქვენი მთავრობა მომავალ თაობებს გადასახდელად. ეს არის იმ უნიათობის გადასახადი, რასაც შეუსრულებელი ბიუჯეტი ჰქვია, რასაც ვალების აღება ჰქვია”, - განაცხადა მაჭავარიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics