21:11 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 12:32:07, 360 ნახვა

პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" 3 მაისამდე აქციებს წყვეტს

თბილისის მერიასთან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილები დაიშალნენ. აქციის მონაწილეების თქმით, თბილისის მთავრობას 3 მაისამდე აძლევენ დროს, რათა ბოტანიკური ბაღის გასხვისებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეცვალონ.

მათივე განცხადებით, ისინი მერიას არ მისცემენ საშუალებას, ბოტანიკური ბაღის ტერიტორია ბიძინა ივანიშვილს გადაეცეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიასთან ბოტანიკური ბაღის გასხვისებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია შეძახილებით "მონებო" და სტვენით მიმდინარეობდა.

აქციის მონაწილეები ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებდნენ, არსებული ინფორმაციით ეს ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში გადავიდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისის მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, ისინი შენობაში პოლიციის თანამშრომლებმა არ შეუშვეს. სიტუაცია დილიდან რამდენჯერმე დაიძაბა. ერთ-ერთ შემთხვევის დროს აქციის მონაწილეებმა თბილისის მერის მოადგილეს, ირაკლი ლექვინაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics