20:25 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 11:03:44, 519 ნახვა

საზოგადოება
„ნარმანიას არ მივცემთ საშუალება რომ ივანიშვილის ახირებების ბრმა შემსრულებელი გახდეს“ – „ნაცმოძრაობა“ პერმანენტულ აქციებს იწყებს

 „აქცია მიიღებს პერმანენტულ სახეს, იმისთვის რომ ნარმანიას არ მიეცეს საშუალება იყოს ივანიშვილის ახირებების ბრმა შემსრულებელი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულო წევრმა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ირაკლი აბესაძემ განუცხადა.

დეპუტატის განცხადებით, საკრებულოში დღეს უნდა განხილილიყო გენერალური გეგმის ექვსთვიანი შედეგები რომელსაც თბილისის მერი უნდა დასწრებოდა. აღნიშნული შეხვედრა გადაიდო.

„ჩვენ ავედით დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე და მათ პასუხები არ აქვთ არაფერზე. რა პასუხებიც ჰქონდათ ის საზოგადოებამ გუშინ უკვე მოისმინა. თბილისის მერი საზოგადოებასაც და საკუთარ თავსაც ემალება. აქცია კიდევ გაგრძელდება და პერმანენტულ სახეს მიიღებს და გახდება მრავალრიცხოვანი იმისთვის, რომ ნარმანიას არ მიეცეს საშუალება იყოს ბიძინა ივანიშვილის ახირებების ბრმა შემსრულებელი“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

ამ დროისთვის მერიასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებენ, არსებული ინფორმაციით ეს ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში გადავიდა. ამ ეტაპზე აქციაზე მშვიდი ვითარებაა. მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics