2016-04-26 16:32:27, 595 ნახვა
საზოგადოება
„დამოუკიდებელ სტუდენტთა მოძრაობა“ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავს
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან „დამოუკიდებელ სტუდენტთა მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს.
სტუდენტები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში პეტიციის შეტანას გეგმავენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, განათლების სისტემის რეფორმის პროცესში ყველა დაინტერესებული სტუდენტი იყოს ჩართული.
თსუ-ს თვითმმართველობას ილიაუნის, გრიგოლ რობაქიძის, სეუ-ს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენელები შეურთდნენ. აქციაში 100-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან