18:07 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 14:41:16, 531 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ჩემი სახელმწიფო ვერ იქნება თავისუფალი, თუ მოქალაქეებს არ ექნებათ შესაძლებლობა, ღირსეულად იცხოვრონ

"ევროპელობა არ გულისხმობს მხოლოდ ევროპულ გეოგრაფიულ ასპექტს. ეს დიდწილად არის უსაფრთხოების, ღირსების თავისულფებისა და შესაძლებლობების შეგრძნება, რომელიც ასახავს საზოგადოების დაკვეთას, ე.წ. სოციალურ კონტრაქტს",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 მისივე თქმით, სახელმწიფო ვერ იქნება თავისუფალი, თუ მის მოქალაქეებს არ ექნებათ შესაძლებლობა, იცხოვრონ ღირსეულად. პრემიერის შეფასებით, მთავარია,  მოქალაქეების ხელშეუვალი უფლებები მაქსიმალურად იქნას დაცული.

"დღესდღეობით, როდესაც ეჭვქვეშ დგას საზოგადოდ პოზიციები, საქართველომ უკვე გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი. ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ, გამოვიარეთ დიდი გზა თავისუფალი და ერთიანი ევროპისაკენ გზაზე.

საქართველო მთელ რიგ ორგანიზაციებში გაწევრიანებით გახდა ევროპული ქვეყნების და ერების კლუბის ნაწილი, ეს ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად განხორციელდა, თუმცა ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს ეროვნულ ფესვებს, ასევე ვაძლიერებთ ცალკეულ მოქალაქეებს. ევროპელობა არ გულისხმობს მხოლოდ ევროპულ გეოგრაფიულ ასპექტს. ეს დიდწილად არის უსაფრთხოების, ღირსების თავისულფების და შესაძლებლობების შეგრძნება, რომელიც ასახავს საზოგადოების დაკვეთას და ე.წ. სოციალურ კონტრაქტს.

ჩემი სახელმწიფო ვერ იქნება თავისუფალი, თუ მის მოქალაქეებს არ ექნებათ შესაძლებლობა, იცხოვრონ ღირსეულად. მთავარია, მოქალაქეებს შეუნარჩუნდეთ და მაქსიმალურად იქნას დაცული მათი ხელშეუვალი უფლებები. ჩვენი მივდივართ წინ მიუხედავად გარკვეული შიდა,  თუ გარე პრობლემებისა",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics