21:23 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-20 12:40:36, 957 ნახვა

სამართალი
არსებული ინფორმაციით, კოჯორში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

არსებული ინფორმაციით, სამართლადამცეველებმა კოჯორში  მიწაში ჩაფლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ადგილობრივების თქმით, სახლის ეზოში, სადაც  დაახლოებით 27 წლის მამაკაცის ცხედარი იყო დამარხული, სამართალდამცველები თავად დამნაშავემ მიიყვანა.

მათივე ინფორმაციით, პირმა დანაშაულის  აღიარების შემდეგ გადაწყვიტა, სამართალდამცველებისთვის  ეჩვენებიან ის ადგილი,  სადაც მან ცხედარი დამარხა. ადგილობრივების განმარტებით,  ცხედარი ჯერ კასრში იყო მოთავსებული, მას კვალის გაქრობის მიზნით, მჟავა ჰქონდა მოსხმული და ამ სახით იყო მიწაში ჩაფლული.

ადგილობრივები  შემთხვევას  2014 წელს მომხდარ ყაჩაღობას უკავშირებენ, რა დროსაც დედა-შვილი გაუჩინარდა.

შეგახსენებთ, დედა თბილისის ზღვაზე ყელგამოჭრილი იპოვეს, შვილის კვალს კი, ვერ მიაკვლიეს.

"ექსპრესნიუსი"  შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, უწყებაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics