21:19 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-19 19:12:21, 848 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ აფეთქების შედეგად ზ.ლაგვილავას გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ, 2014 წლის 28 ოქტომბერს ზუგდიდში, შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მე-2  სამმართველოს აქტიური ღონისძიებების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად,  ამავე სამსახურის   უფროსის  ზვიად ლაგვილავას გარდაცვალების ფაქტზე, შს სამინისტროს  მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ყოფილ მთავარ სპეციალისტს დემუშა ბარამიას ბრალდება წარუდგინა.

ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მე-2 სამმართველოს აქტიური ღონისძიებების სამსახურის სააბაზანოში ტექნიკურმა პერსონალმა წყლის გამაცხელებელი ავზი დაამონტაჟა, რა დროსაც აღმოაჩინეს, რომ ავზი ამორტიზირებული იყო და წყლის ტემპერატურის მარეგულირებელი (თერმოსტატი) არ ფუნქციონირებდა, რაც აფეთქების საფრთხეს წარმოადგენდა. ამის შესახებ აცნობეს შს სამინისტროს  მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს საკომენდატო სამსახურის  ტექნიკის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელ პირს დემუშა ბარამიას, რომელმაც ვერ უზრუნველყო უსაფრთხოების ტექნიკის წესის დაცვა, რამაც ადმინისტრაციულ შენობაში აფეთქება და ზ. ლაგვილავას გარდაცვალება გამოიწვია.
აღნიშნულის საფუძველზე, პროკურატურის მიერ, შს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს საკომენდატო სამსახურის ყოფილ მთავარ სპეციალისტ დემუშა ბარამიას წარედგინა ბრალდება შრომის დაცვის წესის დარღვევისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის-ის 170-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 5 წლამდე ვადით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics