|
2016-04-19 17:03:53, 338 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართა. „ექსპერტთა ჯგუფი პრეზიდენტის ინიციატივით, ადმინისტრაციაში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემაზე შემოსული პროექტების, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსების მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადების მიზნით შეიქმნა, რაც ასევე უზრუნველყოფს სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის პროცესისა და გახარჯული თანხის მიზნობრიობის მეტ საჯაროობასა და გამჭვირვალობას საზოგადოებისათვის", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სამდივნოს უფროსმა გიორგი ჟურულმა. ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო"-ს აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ხუციშვილი, ევროპის ფონდის პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე, ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში ია თიკანაძე, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორი ნინო ლეჟავა, ასევე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტუტუტის (IRI) საქართველოს მისიის დირექტორი ანდრეა ქერბსი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)