10:46 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-19 13:38:21, 530 ნახვა

საზოგადოება
მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა პირველ კვარტალში 3 485 493 ლარის დაფინანსება გასცა

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა მოქალაქეებისთვის აუცილებელი სხვადასხვა მოთხოვნის დასაფინანსებლად, „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ქ    ვეპროგრამის“ ფარგლებში, 2016 წლის პირველ კვარტალში 3 864 135 ლარი გასცა. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, აქედან, საქართველოში სამკურნალოდ 3 491 195 ლარი გაიცა, ხოლო საზღვარგარეთ - 372 940 ლარი.
მათივე ცნობით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სამედიცინო და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის კომისიამ შემოსული 8 127 განაცხადიდან 8 049 მოთხოვნა ნაწილობრივ ან სრულად დააფინანსა. 

აქედან, 61 განაცხადი საზღვარგარეთის კლინიკებში სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას ეხება, საიდანაც 50 დაკმაყოფილდა.

დაავადებათა კლასის მიხედვით, მოთხოვნებიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელი სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებზე მოდის და 2 614 შეადგინა, აქედან ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსდა - 2 611 და ბიუჯეტიდან 826 435 ლარი გაიცა, შემდეგ ადგილზეა ავთვისებიანი სიმსივნეები - 1 220, აქედან 1 210 შემთხვევა ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსდა და 1 104 551 ლარი გაიცა, მესამე ადგილზეა ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები - 696 მოთხოვნა, ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსდა 692 განაცხადი და  410 689 ლარი გაიცა.

ქვეპროგრამის ფარგლებში კომისიაზე  განხილული მოთხოვნებიდან ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსდა: 1 975 ოპერაციიდან - 1 932, მედიკამენტებზე 3 815 მოთხოვნიდან - 3 808, ამბულატორიულ მომსახურებაზე - 1129-დან - 1 121, სხივურ თერაპიაზე - 109 მოთხოვნიდან - 109.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics