|
2016-04-19 11:52:03, 315 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: MAP-ი არის წარსული საქართველოსთვის
„MAP-ი არის წარსული საქართველოსთვის,“ - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ჟურნალისტებთან საუბრისას ნატოს სამოქმედო გეგმის საკითხს. მინისტრის განცხადებით, ვარშავის სამიტზე, რომელსაც ის მინისტრის რანგში თავად დაესწრება, საქართველოს გაცილებით მეტი მოლოდინი აქვს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისთვის ყველა ინსტრუმენტი აქვს და ქვეყანამ ყველა ის დავალება შეასრულა, რომელიც მას ბრიუსელმა მისცა. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად, ხიდაშელის განცხადებით, ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრია, რომელიც რამდენიმე კვირაში ამოქმედდება. „MAP-ი არის ერთგვარი წარსული საქართველოსთვის. 2015 წლის დეკემბრის მინისტერიალზე ეს ასეც ითქვა, რომ MAP-ი გახდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი და მას არაფერი საერთო აღარ აქვს პრაქტიკულ ინსტრუმენტებთან, რადგან შეგახსენებთ, დოკუმენტში ცალსახად ჩაიწერა, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი გაწევრიანების გზაზე. ამიტომ, ჩვენთვის MAP-ი არ არის ამოცანა,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)