|
2016-04-18 18:38:31, 379 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი მსხვილი ჩინური კორპორაციების წარმომადგენლებს შეხვდა
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის უმსხვილესი საფინანსო კორპორაციის ICBC-ისა და ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის China Tianchen Engineering Corporation–ის წარმომადგენლები მიიღო. შეხვედრას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი და საპარტიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა დაესწრნენ. შეხვედრაზე საუბარი წარიმართასაქართველოს სამომავლო თანამშრომლობაზე უმსხვილეს ჩინურ კორპორაციებთან. კერძოდ, აღინიშნა, რომ გაფორმდება მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობასა და ICBC-ს შორის, რომელშიც დეტალურად განისაზღვრება პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და საბანკო სექტორების კუთხით. შეხვედრაზე ჩინური კორპორაციების მხრიდან გამოითქვა გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგურისა და გაზსაცავის პროექტებში მონაწილეობის ინტერესი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)