|
2016-04-18 16:04:48, 412 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე გამორიცხავს, ვიზალიბერალიზაციის თემაზე საქართველოს საკითხი თურქეთისა და უკრაინის საკითხს მიებას
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე გამორიცხავს, რომ ვიზალიბერალიზაციის თემაზე საქართველოს საკითხი თურქეთისა და უკრაინის საკითხს მიებას. როგორც ჯაფარიძემ ქართველი ჟურნალისტებს სტრასბურგში განუცხადა, არაფერის სმენია მოსაზრებაზე, თითქოს ევროკავშირი საქართველოსთვის ახალ შეთავაზებაზე მუშაობს. „გერმანული გამოცემა ძირითადად ეყრდნობა წყაროს. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ამგავარ მოსაზრებაზე, თითქოს ევროკავშირი მსჯელობს, რომ კიდევ ახალი შეთავაზება გაუკეთონ საქართველოს, არაფერი მსმენია. გერმანული გამოცემის ინფორმაცია რჩება მხოლოდ ინფორმაციად, რომელსაც ყოველდღიურად ავრცელებენ გაზეთები“, - აღნიშნა ჯაფარიძემ. ამასთან, მისივე თქმით, ყველაფერი გაირკვევა მიმდინარე კვირაში, როდესაც ბრიუსელში ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომა გაიმართება. ცნობისთვის, გერმნაული გამოცემა Die Welt am Sonntag დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის, უკრაინისთვის თურქეთისთვის და კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებაში შესაძლოა, ახალი პუნქტი ჩაამატოს, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საჭიროების შემთხვევაში, სავიზო რეჟიმის აღდგენის უფლებას მისცემს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, დამატებით პუნქტთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრებს საბოლოო გადაწყვეტიელბა მიღებული ჯერ არ აქვთ და ამ საკითხის განხილვა 21 აპრილს ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)