|
2016-04-15 16:45:17, 539 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიამ ჩარტერული რეისით საქართველოს 21 მოქალაქის რეადმისია განახორციელა
გერმანიამ დღეს ჩარტერული რეისით საქართველოს 21 მოქალაქის საქართველოში რეადმისია განახორციელა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, რეადმისიაში მონაწილეობა მიიღო ოთხმა ფედერალურმა მიწამ: ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიამ, ბადენ-ვიურთემბერგმა, რაინლანდ-პფალცმა და ბავარიამ. ავიარეისის დაგეგმვა და კოორდინაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გერმანიის ფედერალური პოლიციისა და ევროპის საზღვრის დაცვის სააგენტო „ფრონტექსის“ ერთობლივი ძალისხმევით მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გერმანიაში მცხოვრები საქართველოს 22 592 მოქალაქიდან, 2016 წლის 29 თებერვლის მონაცემებით, ქვეყნის დატოვების ვალდებულების მქონე იყო 2 240 პირი. გერმანიამ 2015 წელს თითქმის 300 ქართველის, ხოლო 2016 წლის იანვარ-თებერვალში, დაახლოებით, 50 ქართველის რეადმისია განახორციელა. „დღევანდელი ღონისძიება ცალსახა გზავნილი უნდა იყოს: ისინი, ვინც ჩვენთან დაცვას არ საჭიროებენ, პროცესის დასრულების შემდგომ, გერმანია სწრაფად უნდა დატოვონ. თუ ეს ნებაყოფლობით არ მოხდება, აღსრულდება გაძევების გზით. ეს არის იმ პირთა ინტერესში, ვინც ნამდვილად საჭიროებს დაცვას და, აგრეთვე, მათივე ქვეყნების ინტერესში. მე და ჩემი ქართველი კოლეგა შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ საქართველოში იმ პირების რეადმისიას, რომლებიც დაცვას არ საჭიროებენ“, - აცხადებს გერმანიის ფედერალური შინაგან საქმეთა მინისტრი, დოქტორი თომას დე მეზიე. საქართველოს შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო რეადმისიის შეთანხმების ეფექტური შესრულებაა. „ევროკავშირის წევრი ქვეყნების განაცხადების 93%-ზე მეტი საქართველოს მხრიდან კმაყოფილდება, ხოლო გერმანიასთან - თითქმის 100% -იანი მაჩვენებელი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს უწყებებს შორის თანამშრომლობა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება. ამ შემთხვევაში, საუბარია საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ევროკავშირში არსებულ „თავშესაფრის“ მაძიებელთა საკითხის განხილვის გახანგრძლივებულ პროცედურებს იყენებენ, როგორც შესაძლებლობას, დარჩნენ ქვეყანაში და მოცემული დრო არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის გამოიყენონ. საქართველოს საპოლიციო თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უფრო ფართოვდება და ღრმავდება, რაც კრიმინალის წინააღმდეგ ჩვენს ერთობლივ ბრძოლას კიდევ უფრო შედეგიანს ხდის. ჩვენს სახელმწიფოებს ყველა ბერკეტი აქვთ იმისთვის, რომ ეფექტურად დავუპირისპირდეთ დანაშაულს და ისეთ გლობალურ გამოწვევას, როგორიცაა არალეგალური მიგრაცია“, - აცხადებს გიორგი მღებრიშვილი. გერმანიიდან სხვადასხვა სახელმწიფოს მიმართულებით, განსაკუთრებით, დასავლეთ-ბალკანეთის ქვეყნებში, ამჟამად კვირაში ორი-სამი ჩარტერული რეისი სრულდება. გასულ წელს გერმანიამ ჯამში 20888 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქის დეპორტი განახორციელა, მათგან - 19712 საჰაერო გზით. წინა წელთან შედარებით, 2015 წელს ეს რიცხვი გაორმაგდა. ფედერალური პოლიციის ინფორმაციით, წელს, თებერვლის თვის ბოლოს ჩათვლით, 4316 უცხოელი საკუთარ სამშობლოში იქნა რეადმისირებული.
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)